რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მოთამაშე კონსტანტინ მარადიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, რასაც ქართველი ფანები ასე ეხმაურებიან:
"თუ კარგად თამაშობს და გაგვაძლიერებს, მაშინ დავიმატოთ"
"ჩვენთან თამაშის სურვილი თვითონ გამოთქვა, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ"
"კარგი თაობა გვყავს და ვინმე კიდევ თუ დაგვემატება ამაში ცუდი არაფერია"
"მოაშორეთ აქედან, არ არის საჭირო ყველა რუსეთიდან გამოქცეული შევიფაროთ"
"ბარემ რუსეთის ჰიმნით დავიწყოთ თამაშები, მერამდენე რუსი მოგყავთ ნაკრებში?"
"არასწორი გადაწყვეტილებაა, მირჩევნია ქართველებით წავაგო, ვიდრე რუსებით თამაშებს ვიგებდე"
"ჯერ გაარკვიეთ ამ ბიჭის აზრი საქართველოსა და რუსეთზე და მერე ყარეთ ცოფები ექსპერტებო"
"მთავარია გოლები გაიტანოს და სულ არ მაინტერესებს მისი წარსული"
"ყელში ამოვიდა ამდენი დამატებული მოთამაშე, თანაც უმეტესობა რუსეთიდანაა"
"ნაკრების წარმატებაა მთავარი და თუ რუსეთუმე ტიპი არაა, მაშინ არც პრობლემა უნდა იყოს" - წერენ ფანები