"ლა ლიგას რასიზმის სერიოზული პრობლემა აქვს" - კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ლა ლიგას რასიზმის სერიოზული პრობლემა აქვს" - კარლო ანჩელოტი

"ლა ლიგას რასიზმის სერიოზული პრობლემა აქვს" - კარლო ანჩელოტი
22-05-2023, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

საკმაოდ სკანდალური გამოდგა ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიამ რეალს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე თამაშში ადგილი ჰქონდა რასიზმის გამოვლინებას, რომელიც თავის თავზე ვინისიუს ჟუნიორმა გამოსცადა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ჟურნალისტებთან ანჩელოტიმ, რომელმაც თავისი ფეხბურთელი დაიცვა:

"ფეხბურთზე ახლა არ ვაპირებ საუბარს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. დღეს რაც მესტალიაზე მოხდა, ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. მწვრთნელი არ არის ვალდებული, რომ მოთამაშე მოედნიდან მხოლოდ იმიტომ გაიყვანოს, რომ მას ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებენ. ვინისიუსი უბრალოდ მსხვერპლი იყო, ის ამ ეპიზოდს შეეწირა."

"არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშსა და შედეგს, მთავარი აქ პირადი შეურაცხყოფაა, რომელიც ვინისიუსს მიაყენეს. ასეთ დროს მატჩები უნდა წყდებოდეს, რა გადაწყვეტილებაც მატჩის მთავარ არბიტრს არ მიუღია, ეს შეცდომაა."
- თქვა ანჩელოტიმ

ცნობისთვის, ერთ-ერთ ეპიზოდში ვინისიუსმა წაქცეულ ვალენსიელს ფეხი უხეშად მიარტყა, რაც გიორგი მამარდაშვილმა დაინახა და ბრაზილიელისთვის პასუხის გასაცემად აგრესიულად გაემართა, ამ დროს კი მატჩის მთავარმა არბიტრმა ვინისიუსი მოედნიდან გააძევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი