გიორგი მამარდაშვილი რეალთან მატჩში საუკეთესოდ დასახელდა! » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილი რეალთან მატჩში საუკეთესოდ დასახელდა!

გიორგი მამარდაშვილი რეალთან მატჩში საუკეთესოდ დასახელდა!
21-05-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიამ რეალს უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლო წუთებზეც მაყურებელმა წითელი ბარათიც იხილა (ვინისიუსზე).

საოცრად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც 5 ბურთი მოიგერია, აქედან რამდენიმე ძალიან რთული, თანაც ბოლოსკენ, რის გამოც ქართველი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა!

ცნობისთვის, ვალენსია ამ ეტაპისთვის ლა ლიგის მე-13 პოზიციას 40 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას უკვე 5 ქულით აღემატება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი