ხვიჩაც, ოსიმენიც და კიმიც - მანჩესტერმა სამეულისთვის 500 მილიონი გადადო? » სპორტის ხაზი

ხვიჩაც, ოსიმენიც და კიმიც - მანჩესტერმა სამეულისთვის 500 მილიონი გადადო?

ხვიჩაც, ოსიმენიც და კიმიც - მანჩესტერმა სამეულისთვის 500 მილიონი გადადო?
21-05-2023, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც El Pais-მა დაწერა, გლეიზერები მანჩესტერ იუნაიტედს გაძლიერებისთვის 500 მილიონ ევროს ზაფხულში გამოუყოფენ, რათა გუნდმა რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი დაიმატოს და ამბიციებიც შესაბამისად გაზარდოს.

საგულისხმოა, რომ მანჩესტერელთა ერთ-ერთი გეგმა ნაპოლის სამი უმთავრესი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენისა და კიმ მინ-ჯეს ყიდვას უკავშირდება, რაც სრული სიგიჟე ჩანს, თუმცა საამისო ფინანსები ინგლისელებს ნამდვილად აქვთ.

გარდა ზემოაღნიშნული ფეხბურთელებისა, მანჩესტერელთა ხელმძღვანელობის სიაში დუშან ვლაჰოვიჩი, ფრენკი დე იონგი, რონალდ არაუხო, ჰარი კეინი, ადრიენ რაბიო და სხვები არიან.

ცნობისთვის, "წითელი ეშმაკებისთვის" ხვიჩა კვარაცხელიას ალტერნატივა კინგსლი კომანია, რომელიც ამჟამად მიუნხენის ბაიერნში თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.