"ბუნდესლიგისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა", - მიულერის კომენტარი ლაიპციგთან წაგების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ბუნდესლიგისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა", - მიულერის კომენტარი ლაიპციგთან წაგების შემდეგ

"ბუნდესლიგისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა", - მიულერის კომენტარი ლაიპციგთან წაგების შემდეგ
20-05-2023, 23:32
Aa Aa
გაზიარება:

ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:3 დამარცხდა.

შედეგად, თუ დორტმუნდი ხვალინდელ მატჩში აუგსბურგს გასვლაზე დაამარცხებს, ბოლო ტურში ისინი ერთპიროვნულად გალიდერდებიან და შესაძლოა ბაიერნის ჰეგემონია ბუნდესლიგაში დასრულდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიულერმა ბუნდესლიგის სატიტული რბოლაზე და დარჩენილ მატჩებზე ისაუბრა:

"დორტმუნდს თავისი თამაშები ჯერ კიდევ მოსაგები აქვს - ბუნდესლიგის ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, საკმარისი გამოცდილება მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი საბოლოოდ არ დასრულებულა!", - განაცხადა მიულერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი