VIDEO: დავითაშვილის თანაგუნდელმა 3 წუთში 2 პენალტი გააფუჭა - დროა პენალტები ზურიკომ დაარტყას? » სპორტის ხაზი

VIDEO: დავითაშვილის თანაგუნდელმა 3 წუთში 2 პენალტი გააფუჭა - დროა პენალტები ზურიკომ დაარტყას?

VIDEO: დავითაშვილის თანაგუნდელმა 3 წუთში 2 პენალტი გააფუჭა - დროა პენალტები ზურიკომ დაარტყას?
20-05-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ საკუთარ მოედანზე ლავალის უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ამას გარდა, ეს შეხვედრა სხვა რამითაც იყო გამორჩეული.

საქმე იმაშია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკოს თანაგუნდელმა ჯოშ მაჟამ პენალტი მოიპოვა, თუმცა მისი გატანა ვერ მოახერხა - ეპიზოდიდან 3 წუთში კი მაჟამ თავისივე მოპოვებული პენალტი კიდევ ერთხელ გააცუდა.

ფაქტია, მსგავსი რამ საფეხბურთშო სამყაროში იშვიათად ხდება და არ არის გამორიცხული ბორდოს მწვრთნელმა გუნდში სხვა პენალტის დამტყმელი აარჩიოს, თუნდაც ზურიკო დავითაშვილი, რადგან ქართველი შემტევი ბოლო მატჩებია ბრწყინვალე ფორმაშია და გუნდის ლიდერად იქცა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი