დიდი ბრძოლა კიმისთვის - ევროპული კლუბები კორეელი მცველის გადაბირებას ცდილობენ » სპორტის ხაზი

დიდი ბრძოლა კიმისთვის - ევროპული კლუბები კორეელი მცველის გადაბირებას ცდილობენ

დიდი ბრძოლა კიმისთვის - ევროპული კლუბები კორეელი მცველის გადაბირებას ცდილობენ
20-05-2023, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნაპოლის აზიელი ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს და თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ კიმი სათამაშოდ სწორედ ოლდ ტრაფორდზე უნდა გადასულიყო, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.

პირველ რიგში, სათქმელია ის, რომ კიმის აგენტმა ყოველგვარი ინტერესისა და კლუბის ცვლილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მისი კლიენტი მხოლოდ და მხოლოდ სეზონის წარმატებით დასრულებაზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, მანჩესტერი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, მათი ინტერესის შესახებ სიახლეები თითიდან გამოწოვილია.

მიუხედავად ამისა, RMC Sport-მა დაწერა, რომ გარდა მანჩესტერ იუნაიტედისა, კიმ მინ-ჯეს შეძენით როგორც ლივერპული, ისე პარი სენ-ჟერმენი ინტერესდება, რომელთაც დაცვის ხაზის გაძლიერება ახალი სეზონიდან სერიოზულად სურთ. საგულისხმოა, რომ ფრანგებს კიმის აგენტთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისმა კორეელი ფეხბურთელი თურქული ფენერბაჰჩედან ამავე სეზონის სტარტზე შეიძინა და როგორც იწერება, ერთი სეზონის მეტს კიმი ნაპოლიში აღარც ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი