ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე ოფიციალურად დასახელდა » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე ოფიციალურად დასახელდა

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე ოფიციალურად დასახელდა
19-05-2023, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ოთხშაბათს მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალს უმასპინძლა, მეტოქე 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდიდან თითქმის ყველა ფეხბურთელმა უნაკლოდ ითამაშა (რაც ანგარიშზეც აისახა), თუმცა უეფამ ყველასგან ერთი ფეხბურთელი მაინც გამოარჩია, ეს კი ბერნარდო სილვა გახლავთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კარლო ანჩელოტის გუნდს ორი გოლი გაუტანა და უცხოური ვებგვერდებისგან ყველაზე მაღალი შეფასება, კერძოდ 8.5 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისა და ინტერის ფინალი 10 ივნისს გაიმართება, რომლის მასპინძელიც სტამბული იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი