კროოსი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიურად შეუძლებელია" » სპორტის ხაზი

კროოსი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიურად შეუძლებელია"

კროოსი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიურად შეუძლებელია"
18-05-2023, 20:09
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში მანჩესტერ სიტიმ რეალ მადრიდს 5:1 მოგუო და ფინალში გასვლა გაინაღდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი სამეფო კლუბის გერმანელმა შუახაზელმა, ტონი კროოსმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიურად მოგება შეუძლებელია.

"როდესაც მადრიდის რეალთან აწერ კონტრაქტზე ხელს, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი ამას მნიშვნელობა არ აქვს - კარგად უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია.

რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწელს შეუძლებელია
", - განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს სტაუმბულში გაიმართება და ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ინტერი დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი