"ხვიჩა კვარაცხელია ინტერთან მოწყურებული იქნება" - Areanapoli » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ინტერთან მოწყურებული იქნება" - Areanapoli

"ხვიჩა კვარაცხელია ინტერთან მოწყურებული იქნება" - Areanapoli
18-05-2023, 17:05
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლუჩანო სპალეტის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში ინტერის წინააღმდეგ 21 მაისს გამართავს და შეეცდება, რომ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღოს.

ამავე მატჩის წინ სტატიას აქვეყნებს ერთ-ერთი ნეაპოლური ვებგვერდი, კერძოდ Areanapoli, რომლის აზრითაც ხვიჩა კვარაცხელია ნერაძურისთან თამაშისას მოწყურებული იქნება და უგოლო სერიის შეწყვეტას დიდი ძალებით შეეცდება:

"ხვიჩა კვარაცხელიას ერთი სული აქვს, რომ ნაპოლის მაისურით კიდევ ერთხელ გაიტანოს. დიდი შანსია, რომ ქართველმა ვინგერმა ინტერთან სასტარტო XI-ში დაიწყოს. შემდეგი დღის დიდი მატჩი სწორედ ნერაძურისთან მოდის მას შემდეგ, რაც სპალეტის ბიჭები მონცასთან 2-0 დამარცხდნენ. ლუჩანო სპალეტის გუნდი საკმაოდ მონდომებული იქნება, რომ ინტერთან რევანში აიღოს და სან სიროზე განცდილი მარცხი მარადონაზე მოგებით ჩაანაცვლოს მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ინტრიგა უკვე აღარ არსებობს." - დაწერა ვებგვერდმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ მიმდინარე სერია A-ში შესანიშნავი სტარტის შემდეგ პირველი მარცხი სწორედ სიმონე ინძაგის გუნდის წინააღმდეგ იწვნია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი