"არ არსებობს შანსი, რომ მილანმა დააქამბექოს", - კასანოს პროგნოზი განმეორებითი შეხვედრის წინ » სპორტის ხაზი

"არ არსებობს შანსი, რომ მილანმა დააქამბექოს", - კასანოს პროგნოზი განმეორებითი შეხვედრის წინ

"არ არსებობს შანსი, რომ მილანმა დააქამბექოს", - კასანოს პროგნოზი განმეორებითი შეხვედრის წინ
16-05-2023, 18:44
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური განმეორებითი მატჩის წინ, მილანი-ინტერის შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მილანს შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ აქვს.

"მილანმა რომ მოიგოს, ამ შემთხვევაში ინტერმა 7 ფეხბურთელით უნდა ითამაშოს და ყველა მათგანი ახალგაზრდული გუნდიდან დამატებული უნდა იყოს.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც დიდია შანსი, რომ მილანმა გამარჯვება მაინც ვერ მოახერხოს. ლეაუსთან ან მის გარეშე, მილანი ინტერთან შედარებით ბევრად დაბალ დონეზეა და პორტუგალიელზე ზედმეტად დამოკიდებული გუნდია.

ინტერსა და მილანს შორის სხვაობა დიდია - არ არსებობს შანსი, რომ მილანმა ქამბექი შეძლოს
", - განაცხადა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი