"ბოლო დღემდე არაფერი ვიცოდით", - ნაგელსმანის აგენტმა ბაიერნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ბოლო დღემდე არაფერი ვიცოდით", - ნაგელსმანის აგენტმა ბაიერნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

"ბოლო დღემდე არაფერი ვიცოდით", - ნაგელსმანის აგენტმა ბაიერნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა
16-05-2023, 18:39
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი კონტრაქტის ამოწურვამდე ფაქტიურად შუა სეზონში გაუშვა - ყოველივე ამაზე ნაგელსმანის აგენტმა, ვოლკერ შტრუთმა საჯაროდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც მან და არც მისმა კლიენტმა ბოლო დღემდე არაფერი იცოდა.

"იმ საღამოს რესტორანში ვიყავი, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და გაუკვირდა, რომ არაფერი ვიცოდი, მისგან გავიგე, რომ ნაგელსმანის გაშვება გადაწყვეტილი იყო და ტუხელი იქნებოდა ახალი მწვრთნელი.

საღამოსკენ უფრო და უფრო მეტი მესიჯი მოგვდიოდა და შემდეგ ნაგელსმანსაც დავუკავშირდით - მანაც არაფერი იცოდა გვკითხა: "მეხუმრებით?"

ერთი-ორი საათის შემდეგ, მედიაში ინფორმაცია იმდენად დიდი გახდა, რომ საშა ბრისი (ნაგელსმანის სხვა აგენტი) ჰასან სალიჰამიჯიჩს დაუკავშირდა და WhatsApp-ის საშუალებით ჰკითხა: "არის რაიმე ისეთი, რაც უნდა ვიცოდეთ?"

შემდეგ კი თავად სალიჰამიჯიჩისგან შემოვიდა ზარი: "ხვალ მოდით ოფისში
", - ასე რომ, ვიცოდით რაღაც ხდებოდა", - განაცხადა შტრუთმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი