გენიალური ქართველები - ნახეთ რა ცვლილებებია ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში » სპორტის ხაზი

გენიალური ქართველები - ნახეთ რა ცვლილებებია ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში

გენიალური ქართველები - ნახეთ რა ცვლილებებია ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში
16-05-2023, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში 2 დღის წინ დასრულდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2 ოქრო. ასეთი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, საკმაოდ საინტერესოა თუ რა ცვლილებები შეიტანეს მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში:

60 კილოგრამი
- ამ კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რეიტინგის მე-5 ადგილი შეინარჩუნა.

66 კილოგრამი
- აქ საქართველოს ვაჟა მარგველაშვილი წარმოადგენს, რომელიც ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მეხუთე ადგილზეა.

73 კილოგრამი - ამ კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი კვლავ პირველ პოზიციაზეა.

81 კილოგრამი - აქ ჩვენს ქვეყანას ტატო გრიგალაშვილი წარმოადგენს, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისი ოქროს მედლით პირველ ადგილს ინარჩუნებს.

90 კილოგრამი - ამ კატეგორიაში პირველ ადგილს ოქროს მედლით ლუკა მაისურაძე იკავებს, ვერცხლის მფლობელი ლაშა ბექაური კი მეხუთე პოზიციაზეა.

100 კილოგრამი - აქ ილია სულამანიძე ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს, ვარლამ ლიპარტელიანი კი მეცხრე ადგილზეა.

+100 კილოგრამი
- ბოლო კატეგორიის წარმომადგენელი გურამ თუშიშვილია, რომელიც მე-13 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი