იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში ტურინის იუვენტუსმა ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ამ მატჩში მონაწილეობა 70 წუთით მიიღო, მისი შეფასება კი 6.1 გახლდათ. გარდა ამისა, ლოჩოშვილი მედიამ სიტყვიერადაც შეაფასა:
"ქართველი ცენტრალური მცველი ყურადღებას არასდროს ადუნებს და ყოველთვის თამაშზეა ფოკუსირებული. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, რასაც საჰაერო ორთაბრძოლებისას გამორჩეულად კარგად იყენებს." - Tuttomercatoweb
"ლუკა ლოჩოშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა, ის იუვენტუსის შემტევებს ყველა ეპიზოდში მაქსიმალური ორიენტაციით ეთამაშებოდა." - Calciocremonese
"70 წუთის განმავლობაში კარგი თამაში ჰქონდა, თუმცა გოლის გაშვების შემდეგ ფიზიოლოგიური ვარდნა ჰქონდა." - Eurosport
შეგახსენებთ, რომ კრემონეზე იტალიის სერია A-ს მე-19 ადგილს 24 ქულით იკავებს.