დიდი მოულოდნელობა - ანხელ დი მარია ბარსელონას დაუკავშირეს? » სპორტის ხაზი

დიდი მოულოდნელობა - ანხელ დი მარია ბარსელონას დაუკავშირეს?

დიდი მოულოდნელობა - ანხელ დი მარია ბარსელონას დაუკავშირეს?
13-05-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სატრანსფერო ბაზარზე უმეტესად აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე კეთდება ხოლმე, თუმცა შესაძლოა, რომ ზაფხულის ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი იუვენტუსსა და ბარსელონას შორის შედგეს.

როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები წერენ, კატალონიის ბარსელონას ფლანგზე გაძლიერება სურს, ერთ-ერთი რეალური ვარიანტი კი "ბებერი ქალბატონის" 35 წლის ფეხბურთელი ანხელ დი მარიაა, რომელსაც აქამდე რეალშიც უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბარსელონასა და ფატის გზების გაყრაზე ძალიან ბევრი იწერება, რამაც შეიძლება, რომ დი მარიას ესპანური გუნდისკენ გზა გაუხსნას.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის გარემარბი იუვენტუსს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა, ამ სეზონში კი დი მარიამ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი