ცნობილია, ვის შეხვდება ტოჩი მაისის ბაშოს პირველ ბრძოლაში » სპორტის ხაზი

ცნობილია, ვის შეხვდება ტოჩი მაისის ბაშოს პირველ ბრძოლაში

ცნობილია, ვის შეხვდება ტოჩი მაისის ბაშოს პირველ ბრძოლაში
13-05-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 14 მაისს იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში მაისისი სუპერტურნირი დაიწყება სუმოში, სადაც მონაწილეობას ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე მიიღებს. იგი ნაცუ ბაშოს ჯურიოს დივიზიონის მეხუთე ნომრის სტატუსით დაიწყებს.

ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველ საბრძოლო დღეს. ტოჩის პირისპირ ხვალ მის ვიზავის რეიტინგში აკუა დადგება.

მოგეხსენებათ, რომ ლევან გორგაძემ სუმოში ფეხი 2006 წელს შემოდგა და კასუგანო ბეიას ღირსებას იცავს. ტოჩის კარიერაში ჩატარებული 101 ბაშოდან 80 უმაღლეს ანუ მაკუუჩი დივიზიონში აქვს ჩატარებული და ერთხელ იუშოს მფლობელიც გახდა, კონკრეტულად 2018 წლის იანვარში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი