ოფიციალურად | მარსელო ბიელსა ურუგვაის ახალი მწვრთნელი გახდება! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | მარსელო ბიელსა ურუგვაის ახალი მწვრთნელი გახდება!

ოფიციალურად | მარსელო ბიელსა ურუგვაის ახალი მწვრთნელი გახდება!
12-05-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს, ამის შესახებ თავად ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციამ დაწერა.

მას შემდეგ, რაც ურუგვაიმ ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი დაითხოვა, მათ ნაკრებში ჯერ დიეგო ალონსო მუშაობდა, რასაც შემდეგ მოსდევდა მარსელო ბროლი, რომელსაც სწორედ ბიელსა ჩაანაცვლებს.

როგორც იცით, 67 წლის ბიელსას ეროვნულ გუნდში აქამდეც უმუშავია. ის არგენტინას 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ბიელსას 19 წლის წინ არგენტინის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი სპეციალისტი ბოლოს პრემიერ ლიგაში, კერძოდ ლიდსის თავკაცად მუშაობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი