ხვიჩა დამიტოვე - სპალეტის მიმართვა ნაპოლის პრეზიდენტს » სპორტის ხაზი

ხვიჩა დამიტოვე - სპალეტის მიმართვა ნაპოლის პრეზიდენტს

ხვიჩა დამიტოვე - სპალეტის მიმართვა ნაპოლის პრეზიდენტს
12-05-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხმები დაირხა, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს ტრიუმფატორი ნაპოლიდან წასვლას აპირებს, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მან დე ლაურენტისისგან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის გარანტია დღემდე ვერ მიიღო.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 64 სპეციალისტის პრიორიტეტი ისაა, რომ გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნოს და მეტიც, ზაფხულში კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი დაიმატოს, რათა განახლების პროცესი უმტკინვეულოდ წარიმართოს.

ცალკეა გამოსაყოფი ტოსკანელი მწვრთნელის მოთხოვნა, რომელსაც სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდში 100%-ით დარჩეს, რათა ნაპოლი მომდევნო სეზონშიც კონკურენტუნარიანი და მოულოდნელი აფეთქებებით დაკომპლექტებული გუნდი იყოს.

იწერება იმის შესახებაც, რომ ნაპოლის დატოვებასთანაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, კერძოდ კიმ მინ-ჯე, რომლის გამოსასყიდი თანხის გადახდასაც მანჩესტერ იუნაიტედი აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონის სტატუსი 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი