პინო და სხვები - რომელი 3 ტალანტის ყიდვას შეეცდება ნაპოლი ამ ზაფხულს? » სპორტის ხაზი

პინო და სხვები - რომელი 3 ტალანტის ყიდვას შეეცდება ნაპოლი ამ ზაფხულს?

პინო და სხვები - რომელი 3 ტალანტის ყიდვას შეეცდება ნაპოლი ამ ზაფხულს?
12-05-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Calcionapoli წერს, აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას და ახალგაზრდების შეძენას აპირებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტის რადარზე 3 ახალგაზრდა ტალანტია და სამივე ესპანეთის ლა ლიგაში თამაშობს.

გაბრი ვეიგა (სელტა), იერემი პინო (ვილიარეალი) და კინგ ინ ლი (მალიორკა) არიან ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც ნაპოლი ამ ზაფხულს შეეცდება. სიის პირველმა ნომერმა ამ სეზონში სელტას მაისურით 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. საგულისხმოა, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

რაც შეეხება იერემი პინოს, ისიც ვეიგას მსგავსად 20 წლისაა და ამ სეზონში 3 გოლი და 6 საგოლე პასია მის ანგარიშზე. სათქმელია ისიც, რომ პინოს უკვე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ეძახიან.

სიის ბოლო წევრს, კინ ინ ლის მალიორკას მაისურით ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი მითვლილი, ის მხოლოდ 22 წლის გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.