“ბედნიერი ვარ, რომ ტიტული დავიცავი” - ტატო გრიგალაშვილი » სპორტის ხაზი

“ბედნიერი ვარ, რომ ტიტული დავიცავი” - ტატო გრიგალაშვილი

“ბედნიერი ვარ, რომ ტიტული დავიცავი” - ტატო გრიგალაშვილი
11-05-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც, რა თქმა უნდა, ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას.

გუშინ ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი ვიხილეთ. მან ფინალში მატიას კასე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვების შემდგომ მან პირველი კომენტარი გააკეთა:

“ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დავიცავი. ამაყი ვარ, რომ ამ წოდების ტარება მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატამდე მომიწევს.

მატიას კასეს უკვე ექვსჯერ დავუპირისპირდი და ანგარიში 4-2 ჩემ სასარგებლოდაა. ძალიან მოხარული ვარ და მინდა, რომ გამოვხატო ჩემი პატივისცემა მატიას კასესადმი.

ძიუდო უკვე ისე წინ წავიდა, რომ ყველა მებრძოლი წინააღმდეგობას გიწევს და ეს დასაფასებელია. ბორჩაშვილი ძალიან მოტივირებული იყო, მაგრამ გამარჯვება მე დამრჩა, ნამდვილად რთული შეხვედრა გამოდგა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი