მოგეხსენებათ, გუშინ გერმანულ მედიაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტომას მიულერი მისი ამჟამინდელი მდგომაროებიდან გამომდინარე სერიოზულად განიხილავს ბაიერნის დატოვების შესაძლებლობას.
აღნიშნულზე კომენტარი ჟურნალისტებთან ოლივერ კანმაც გააკეთა და ყოველივე ეს გამორიცხა.
"ეს არ მოხდება! ტომასი კარგ ფორმაშია, არასოდეს არის ტრავმირებული და ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ბევრ თამაშს ჩაატარებს ჩვენთან", - განაცხადა კანმა.
ცნობისთვის, 33 წლის მიულერსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ივნისში გასდის.