საინტერესო სიახლე - ხვიჩას ახალი დამრიგებელი მონცას მწვრთნელი იქნება? » სპორტის ხაზი

საინტერესო სიახლე - ხვიჩას ახალი დამრიგებელი მონცას მწვრთნელი იქნება?

საინტერესო სიახლე - ხვიჩას ახალი დამრიგებელი მონცას მწვრთნელი იქნება?
10-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში თითქმის ყველა იტალიური გამოცემა წერს, რომ ლუჩანო სპალეტი სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებას აპირებს, მიზეზი კი კრისტიანო ჯუნტოლის გუნდიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაა.

ამის პარალელურად, დღევანდელ იტალიურ მედიაში რამდენიმე გვარი დასახელდა, რომელთაც ახალი სეზონიდან ნეაპოლური გუნდის გაწვრთნა შეეძლებათ, აქედან ერთ-ერთი კი მონცას ამჟამინდელი დამრიგებელი, 39 წლის რაფაელე პალადინო გახლავთ.

პალადინო მონცაში შესანიშნავად მუშაობს, რადგან მის გუნდს სერია A-ში უკვე 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ცხრილის მე-12 ადგილს 46 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონაში მოხვედრისგან სავსებით დაცულია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სპალეტის შემცვლელად როგორც ვინჩენცო იტალიანოს, ისე ანტონიო კონტეს ვარიანტებსაც განიხილავენ. ნაპოლის ახალი მწვრთნელის შესახებ ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი