"დერბი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, ამას არც ვმალავთ" - სიმონე ინძაგის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"დერბი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, ამას არც ვმალავთ" - სიმონე ინძაგის პრესკონფერენცია

"დერბი ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, ამას არც ვმალავთ" - სიმონე ინძაგის პრესკონფერენცია
9-05-2023, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი 1/2 ფინალი მილანსა და ინტერს შორის გაიმართება.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენცია გამართა, გთავაზობთ მას:

"კმაყოფილი ვარ თუ არა სეზონით? - ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავედით, რასაც თასის ფინალიც დავუმატეთ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სერია A-შიც მოვუმატეთ. ამდენად, შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა წინ გველის დერბი, რომელიც ქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, ამის დამალვას არც ვაპირებთ."

"როგორია გუნდის შემართება? - ინტერის ფეხბურთელთა სულისკვეთება საოცარია, ისინი მოგებისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან როგორც გულით, ისე საღი გონებით. ცხადია, ჩვენ მოგება გვინდა, თუმცა სიფრთხილე არ უნდა დავივიწყოთ. ბოლო პერიოდში 7 დერბი გავმართეთ, ზოგი წავაგეთ, ზოგი მოვიგეთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ უკლებლივ ყველა მათგანისგან რაღაც დადებითი ვისწავლეთ."

"რამ გაზარდა ჩვენი თავდაჯერება? - იმან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი გზა გამოვიარეთ. ჩვენ ჯგუფში ევროპის ორი საუკეთესო გუნდი, ბაიერნი და ბარსელონა გვყავდა. გარდა ამისა, პორტუსა და ბენფიკას ბარიერიც რთული გადასალახი იყო. ახლა 1/2 ფინალში ვართ და უდიდესი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ."

"რაფაელ ლეაოს ფაქტორი? - ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მილანი მის გარეშეც მაღალი ხარისხისა და დონის კლუბია. სიმართლე გითხრათ, ჩვენი სათამაშო გეგმა და ტაქტიკა ლეაოს ყოფნა/არყოფნაზე არ იქნება დამოკიდებული."
- თქვა ინძაგიმ

შეგახსენებთ, რომ მილანისა და ინტერის დაპირისპირება 10 მაისს 23:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი