გოგა ბითაძეს 0 სათამაშო წუთი | ქართველი უშანსოდაა » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძეს 0 სათამაშო წუთი | ქართველი უშანსოდაა

გოგა ბითაძეს 0 სათამაშო წუთი | ქართველი უშანსოდაა
6-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, NBA-ს დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები ფორმაში შესვლას და მზადებას განაგრძობენ.

სწორედ ასე, "ინდიანა" "შარლოტს" Spectrum Center-ში ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად, 122-97 დაამარცხა. როგორც იცით, გოგა ბითაძე სწორედ "ინდიანას" კალათბურთელია, თუმცა მისთვის მთავარ მწვრთნელს არცერთი სათამაშო წუთი არ მიუცია მიუხედავად იმისა, რომ გოგას კონკურენტმა, აიზია ჯექსონმა პარკეტზე კუთვნილი დრო მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად, მთელი მატჩის მსვლელობისას "ინდიანა" დამაჯერებლობას ინარჩუნებდა, რისი პიკიც მესამე მეოთხედში დადგა, როდესაც სტუმრებმა თავიანთი უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მწვრთნელებს მაქსიმალურად ყველა კალათბურთელი გამოეცადათ. მიუხედავად ამისა, გოგა ბითაძე პარკეტზე 1 წამითაც კი არ შეუყვანიათ..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი