“ოსიმენის გუნდში ყოფნა ფინანსურად რთულია” - დიეგო სიმეონე » სპორტის ხაზი

“ოსიმენის გუნდში ყოფნა ფინანსურად რთულია” - დიეგო სიმეონე

“ოსიმენის გუნდში ყოფნა ფინანსურად რთულია” - დიეგო სიმეონე
8-05-2023, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ La Gazzeta dello Sport-თან “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თუ “პარტენოპეი” ვიქტორ ოსიმენს დიდხანს შეინარჩუნებს, ფინანსური პრობლემები შეექმნება.

“ვიქტორ ოსიმენი ძალიან ძლიერია. მისი თვისებების მქონე ცოტა მოთამაშეა. ვფიქრობ, ის შესაძლოა 100 მილიონზე მეტი ღირდეს. არ ვამბობ, რომ ნაპოლიმ უნდა გაყიდოს, მაგრამ თუ ეკონომიკურად ძლიერი კლუბი ფეხბურთელში ორმაგს შემოგთავაზებს, მოთამაშის შენარჩუნება სისხლისგან გცლის და შენს ანგარიშებს ანადგურებს, რადგან მას მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადო. ცვლილება უმჯობესია. და ვინ არის ნაპოლიზე უკეთესი? მათ მნიშვნელოვანი მოთამაშეები გაუშვეს და შეხედეთ რა ფეხბურთელები ჰყავთ კვარაცხელიასა და კიმის სახით.”

ნიგერიელი შემტევი ამჟამად იტალიის სერია A-ს ბომბარდირია 23 გოლით. მისით მიუნხენის “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.