ჯუნტოლი “იუვეს” უახლოვდება? - იტალიელი “ნაპოლის” დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

ჯუნტოლი “იუვეს” უახლოვდება? - იტალიელი “ნაპოლის” დაემშვიდობა

ჯუნტოლი “იუვეს” უახლოვდება? - იტალიელი “ნაპოლის” დაემშვიდობა
8-05-2023, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, აქტიურად ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ “ნაპოლის” სპორტული დირექტორი, კრისტიან ჯუნტოლი ზაფხულში ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდება. მედიამ მას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხა. მიუხედავას იმისა, რომ იტალიელს რაიმე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, მისი ტექსტი ყველას ეჭვს გვიჩენს, რომ ჯუნტოლი თითქოს ნეაპოლელებს ემშვიდობება.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთა დახმარებითაც მე ნაპოლიში გადმოვედი. განსაკუთრებით მადლიერი ვარ აურელიო დე ლაურენტისისა და მისი ოჯახის. ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, დე ლაურენტისი შვილივით მექცეოდა. ასევე მადლობელი ვარ მამაჩემის, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი, მაგრამ დღეს ცოცხალი აღარ არის.

ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბე. ჯერ მომავალზე არ ვფიქრობ. დე ლაურენტისთან ერთად ნაპოლი ყოველთვის დიდებული იქნება.” - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ავრცელებს და იტყობინება, რომ “იუვეს” ჯუნტულის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს.

ჯუნტოლი “იუვეს” უახლოვდება? - იტალიელი “ნაპოლის” დაემშვიდობა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი