"ზურიკო მაგარია, მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდეს" - ბორდოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ზურიკო მაგარია, მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდეს" - ბორდოს მწვრთნელი

"ზურიკო მაგარია, მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდეს" - ბორდოს მწვრთნელი
7-05-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ კაენს უმასპინძლა და მეტოქე 1:0 ქართველის გოლით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ბორდოს თავკაცმა კომენტარი სწორედ დავითაშვილის შესახებ გააკეთა, გთავაზობთ მას:

"უკვე მესამე კვირაა, რაც შესანიშნავ ფორმაშია. როგორც აქამდე ვთქვი, მისთვის უკეთესია, რომ მარჯვენა ფლანგიდან ითამაშოს, რადგან ამით როგორც თავად, ისე მთელი გუნდი სარგებლობს. მას აქვს კარგი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. ახლა მაგარი ბიჭია, თუმცა არ უნდა მოდუნდეს, რადგან სეზონის ბოლომდე მისი ასეთი სახე ძალიან გვჭირდება."

"ზურიკოს პირდად ვუთხარი იმის შესახებ, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. რეალურად, ის არამხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაში თამაშითაც ძალიან გვეხმარება, ამ გამარჯვებას მთელ გუნდს ვულოცავ."
- თქვა დავიდ გიონმა

შეგახსენებთ, რომ ბორდო ლიგა 2-ის მეორე ადგილს 65 ქულით იკავებს და მიქაუტაძის მეცს 3 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი