ჯუნტოლის “იუვეში” გადასვლა უფრო რეალური ხდება » სპორტის ხაზი

ჯუნტოლის “იუვეში” გადასვლა უფრო რეალური ხდება

ჯუნტოლის “იუვეში” გადასვლა უფრო რეალური ხდება
7-05-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის “იუვენტუსში” გადაბარგების შესახებ საუბრები იტალიურ მედიაში უფრო გახშირდა, მიუხედავად იმისა, რომ დე ლაურენტისის მთავარი საზრუნავი სწორედ ამ უკანასკნელი პიროვნების შენარჩუნებაა.

გავლენიანი გამოცემის, DAZN-ის ინფორმაციით, “ბიანკონერისა” და ჯუნტოლის შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის თანახმადაც ის “ბებერ ქალბატონში” 3 წელი იმუშავებს.

ამავე წყაროს თქმით, ჯუნტოლი დე ლაურენტისს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ეცდება, გუნდთან კონტრაქტი, რომელიც 1 წელიწადში იწურება, სეზონის ბოლოს დაასრულოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.