მე-12 ტური დასრულდა - რა ვითარებაა ეროვნულ ლიგაში » სპორტის ხაზი

მე-12 ტური დასრულდა - რა ვითარებაა ეროვნულ ლიგაში

მე-12 ტური დასრულდა - რა ვითარებაა ეროვნულ ლიგაში
7-05-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრის მატჩები მიმდინარეობს. გუშინ და გუშინ წინ მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური “შუქურასა” და “საბურთალოს” დაპირისპირებით გაიხსნა. თბილისელები 2-0-ს იგებდნენ, თუმცა ქობულეთელებმა წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრის 85-ე წუთზე “შუქურას” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ლუკა სილაგაძემ გოლად გარდასახა და “საბურთალოს” სამი ქულა მოუპოვა.

დღის მეორე შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” გორის “დილა” მიიღო. იმისდა გათვალისწინებით, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები საკუთარ მოედანზე ქულებს იშვიათად კარგავენ, გორელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0 მცირედით გასაკვირია. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი ბოლო ტურებში შესანიშნავად გამოიყურება. მათ ჯერ თბილისის “დინამოს” სძლიეს 2-1, წინა ტურში კი “ტორპედო” გაანადგურეს 5-0.

რაც შეეხება გუშინდელ სათამაშო დღეს, “ტორპედომ” “სამტრედია” მინიმალური სხვაობით დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო, რადგან წინა ორი შეხვედრიდან ორივე დათმეს.

დრამატული გამოდგა თელავში გამართული შეხვედრა, სადაც ადგილობრივი “თელავი” წყალტუბოს “სამგურალმა” 86-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. ეს იმერლებისთვის ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო.

ტურის ბოლი შეხვედრაში კი თბილისის “დინამო” “გაგრას” დაუპირისპირდა, ანგარიში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. თბილისელები გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავიდოდნენ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

ცხრილის სათავეში ბათუმის “დინამოა” 25 ქულით, ამდენივე აქვს “სამგურალს,” ხოლო თბილისის “დინამო” 24 ქულით მესამეა.

ფოტოები გამოყენებულია : კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, თბილისის “დინამოსა” და წყალტუბოს “სამგურალის” გვერდებიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი