ზურიკოს გოლით მოიგეს - რა შეფასება დაიმსახურა დავითაშვილმა კაენთან მატჩში? » სპორტის ხაზი

ზურიკოს გოლით მოიგეს - რა შეფასება დაიმსახურა დავითაშვილმა კაენთან მატჩში?

ზურიკოს გოლით მოიგეს - რა შეფასება დაიმსახურა დავითაშვილმა კაენთან მატჩში?
6-05-2023, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრა, რომელშიც ბორდომ კაენს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა პირველ ტაიმში გაიტანა და თავის გუნდ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

რაც შეეხება ზურიკოს შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 7.7 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რომლითაც ის მატჩის საუკეთესოდ დასახელდა (კაენის ალი აბდისთან ერთად).

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ბორდო ლიგა 2-ის მეორე ადგილს 65 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი