თანხმობა ბარსელონადან - რომელ ინგლისურ კლუბს უახლოვდება ანსუ ფატი? » სპორტის ხაზი

თანხმობა ბარსელონადან - რომელ ინგლისურ კლუბს უახლოვდება ანსუ ფატი?

თანხმობა ბარსელონადან - რომელ ინგლისურ კლუბს უახლოვდება ანსუ ფატი?
6-05-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ანსუ ფატის ბოლო პერიოდში ბარსელონასთან ურთიერთობა არეული აქვს, რის ფონზეც უკვე საკმაოდ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ესპანელი კლუბის დამოკიდებულებით დაიღალა და მასთან დამშვიდობება სურს.

Diario Sport-ისგან ვიგებთ, რომ ფატის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგაში არსებობს, უფრო კონკრეტულად კი მისი შეძენით ვულვზი ინტერესდება, რომელიც ბარსელონას შემდეგ წინადადებას შესთავაზებს:

"ვულვერჰემპტონი გეგმავს, რომ შეტევაში შემადგენლობა გააძლიეროს, სატრანსფერო რადარზე კი ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი ვარიანტი ანსუ ფატია, რომელსაც ბარსელონასთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს."

"ინგლისური კლუბის სურვილია, რომ ფატი ბარსელონას რუბენ ნევეშში გაუცვალოს, დამატებით კი 30 მილიონი გადაუხადოს."
- წერს გამოცემა

დამატებით აქვე გეტყვით იმასაც, რომ ანსუ ფატის აგენტი, ჟორჟე მენდეში ვულვზთან დიდი ხანია თანამშრომლობს და მათთან კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული, რაც ფატის "მგლების" რიგებში გადაბარგების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი