ბრაზილიის ნაკრებს ანჩელოტის გადაბირება სურს » სპორტის ხაზი

ბრაზილიის ნაკრებს ანჩელოტის გადაბირება სურს

ბრაზილიის ნაკრებს ანჩელოტის გადაბირება სურს
6-05-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის მოიაზრებს და მის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა ისიც იწერება, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები სხვა კანდიდატის განიხილვასაც აპირებენ.

იმ შემთხვევაში თუ სეზონის დასრულებამდე კარლო ანჩელოტი ბრაზილიელთა წინადადებას არ მიიღებს ხა უარს იტყვის, ფედერაცია უკვე ფერნანდო დინისს დაუკავშირდება.

ბრაზილიელმა სპეციალიტმა სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს დაიწყო, ხოლო მიმდინარე სეზონში “ფლუმინენსეს” რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი