"საოცრად ბედნიერები ვართ, თუმცა გული სწორედ ამის გამო მწყდება" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"საოცრად ბედნიერები ვართ, თუმცა გული სწორედ ამის გამო მწყდება" - ლუჩანო სპალეტი

"საოცრად ბედნიერები ვართ, თუმცა გული სწორედ ამის გამო მწყდება" - ლუჩანო სპალეტი
5-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის გუშინდელი შეხვედრა, რომელშიც უდინეზემ ნაპოლის უმასპინძლა, საბოლოოდ 1:1 დასრულდა, მოპოვებული ქულა კი ნეაპოლური გუნდისთვის სკუდეტოს მომტანი ოფიციალურად გახდა.

მატჩის შემდეგ დიდი არეულობა იყო, თუმცა ჟურნალისტებმა და სპალეტიმ სასაუბროდ საერთო დრო მაინც გამონახეს, გთავაზობთ მის კომენტარს:

"მსურს, რომ ეს მოგება ფეხბურთელებს მივუძღვნა, მათ ტიტულის მოსაპოვებლად აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს და ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურეს. ცხადია, ამ მოგებას თავად ქალაქსაც ვუძღვნი, ეს მათი გამარჯვებაა. გარდა ამისა, მინდა, რომ ჩემი შვილი ვახსენო, ასევე ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები და ყველა, ვინც სეზონის განმავლობაში მხარს გვიჭერდა და გვამხნევებდა. იტალიის ჩემპიონატის მოგება ჩემი ერთადერთი გზა იყო, რადგან აქ ისეთი მწვრთნელები მუშაობდნენ, როგორებიც ანჩელოტი, სარი, ბენიტესი და სხვები არიან."

"ვუყურებ ნეაპოლელების ზეიმს და ვერც კი გადმოგცემთ თუ რამხელა სიხარულს ვგრძნობ მათ გამო. ეს ხალხი მეც და თითოეულ ფეხბურთელს უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს, ტიტული მათ თავიანთი გენიალური მხარდაჭერით დაიმსახურეს. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონთა ლიგიდან 1/4 ფინალში გამოვარდნის გამო გული მწყდება, რადგან უფრო შორს წასვლა შეგვეძლო, მით უმეტეს ასეთი კარგი სეზონის ფონზე. მიუხედავად ამისა, ახლა ნანატრი ტიტულის მოპოვებით ვტკბებით, ეს ყველა თქვენგანის მონაპოვარია."
- თქვა ლუჩანო სპალეტიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი ბოლოს 1990 წელს მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი