"კვარა შევთავაზე, თუმცა არც კი ვიცი რატომ არ მომისმინეს" - შოთა არველაძე ტრაბზონსპორზე » სპორტის ხაზი

"კვარა შევთავაზე, თუმცა არც კი ვიცი რატომ არ მომისმინეს" - შოთა არველაძე ტრაბზონსპორზე

"კვარა შევთავაზე, თუმცა არც კი ვიცი რატომ არ მომისმინეს" - შოთა არველაძე ტრაბზონსპორზე
4-05-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, შოთა არველაძე 90-იან წლებში თურქული ტრაბზონსპორის ღირსებას იცავდა და გუნდის შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს. საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა ყოფილი კლუბისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო კავშირის შესახებ 61trabzonhaber-თან ისაუბრა და საინტერესო დეტალი გაგვიმხილა:

"როდესაც ხვიჩა კლუბებისგან შემოთავაზებებს ისმენდა და მისი მომავალი უცნობი იყო, ამ დროს ჩემს ყოფილ კლუბ ტრაბზონსპორს მისი ვარიანტი შევთავაზე, თუმცა არაფერი გაუთვალისწინებიათ. ახლა ხვიჩა ნაპოლიშია, შესანიშნავად თამაშობს, გუნდის უპირობო ლიდერია და ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მთელი ევროპა გამადიდებელი შუშით აკვირდება."

"სამწუხაროა, რომ ტრაბზონსპორის ხელმძღვანელობა ყოფილი მოთამაშეების აზრსა და რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი გადმოსახედიდან ისიც კი მიკვირს თუ როგორ აგვიყვანენს მე და აჩი 19 წლის ასაკში."
- ამბობს შოთა არველაძე

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 37 მატჩი აქვს გამართული, 14 გოლი გატანილი და ამდენივე საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება ნაპოლის მომდევნო შეხვედრას, ის უდინეზეს წინააღმდეგ დღეს გაიმართება, კერძოდ 22:45-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი