უცნობი დეტალი - რა შემთხვევაში შედგება ლაციოსა და ნაპოლის შორის საჩემპიონო პლეი ოფი? » სპორტის ხაზი

უცნობი დეტალი - რა შემთხვევაში შედგება ლაციოსა და ნაპოლის შორის საჩემპიონო პლეი ოფი?

უცნობი დეტალი - რა შემთხვევაში შედგება ლაციოსა და ნაპოლის შორის საჩემპიონო პლეი ოფი?
2-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი სერია A-ს 79 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან რომის ლაციოს მთელი 18 ქულით უსწრებს, თავად ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი. ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლურ გუნდს სკუდეტო 99.9%-ით მოგებული აქვს.

მიუხედავად ამისა, მაურიციო სარის ლაციოს მიზერული შანსი მაინც რჩება, რაც ფანტასტიკის სფეროდანაა, თუმცა სჯობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გქონდეთ. მოგეხსენებათ, რომ თუ ორი გუნდი სეზონის ბოლოს პირველ და მეორე ადგილზე თანაბარ ქულებს აგროვებენ, მაშინ უმეტესად ყურადღება ბურთების სხვაობას ან ურთიერთშეხვედრებს ექცევა ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირადაა.

საქმე ეხება იტალიის ჩემპიონატში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თუ პირველ და მეორე ადგილზე გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, მაშინ მათ პლეი ოფის თამაში მოუწევთ, იქ გამარჯვებული კი სკუდეტოს გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება.

ცნობისთვის, ასეთი პლეი ოფის აუცილებლობა რომ დადგეს, ამისთვის ნაპოლიმ დარჩენილი ექვსივე შეხვედრა უნდა წააგოს, ლაციომ კი უკლებლივ ყველა მოიგოს, რისი ალბათობაც, რა თქმა უნდა, მიზერულზე მიზერულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი