ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბაიერნმა ჰერტას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა - ამ გამარჯვებით, ტომას ტუხელის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში პირველობა დაიბრუნდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ტომას ტუხელმა გუნდის სენეგალელ შემტევზე, სადიო მანეზე ისაუბრა:
"სიტუაცია ისეთია, როგორიც არის - მან თავი მაღლა უნდა აწიოს და მუშაობა გააგრძელოს. ამ ბიჭმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ლიგაში უამრავი გოლი გაიტანა.
სადიომ დაიწყო მარცხენა თავდამსხმელად თამაში, რაც ჩემი აზრით მისი საუკეთესო პოზიციაა ლივერპულში ყოფნის შემდეგ, გარდა ამისა, ჰერტასთან ჩვენი თამაში უფრო მარჯვენა ფლანგით იყო დატვირთული, ვიდრე მარცხენათი", - განაცხადა ტუხელმა.