სენეგალის ნაკრებმა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადი გამოაქვეყნა და ბევრისთვის მოულოდნელად, სიაში ბაიერნის ტრავმირებული შემტევი, სადიო მანეც მოხვდა.
სენეგალში იმდეი ჰქონდათ, რომ მანე გათამაშებაში მაინც ჩაერთვებოდა, თუმცა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს შეუძლებელია.
სენეგალის ნაკრების ექიმმა დაადასუტრა, რომ სადიო მანე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება, 30 წლის შემტევს მალე ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც გაირკვა, მანე მოედანს მიღმა დაახლოებით 3 თვე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან გასმართ შეხვედრაში ბაიერნის დახმარებას ვერ შეძლებს.