მოგეხსენებათ, სადიო მანე 8 ნოემბრის შემდეგ ტრავმირებულია. სენეგალელმა დაზიანება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ვერდერის ბრემენთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.
ამდენ ხნიანი გაცდენილი პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა დაბრუნების დროც დადგა - გერმანული მედია ირწმუნება, რომ მანე გუნდურ ვარჯიშებს ხვალ განაახლებს და მოედანს სავარაუდოდ 26 თებერვალს დაუბრუნდება.
ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ 30 წლის შემტევი ნაგელსმანის გუნდის დახმარებას პსჟ-სთან საპასუხო მატჩშიც შეძლებს.
ცნობისთვის, ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზში, ბაიერნის (0:1) გამარჯვებით დასრულდა, საპასუხო შეხვედრას კი გუნდები 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავენ.