“წლევანდელ წარმატებაში კვარას მთავარი როლი აქვს” - ალემაო » სპორტის ხაზი

“წლევანდელ წარმატებაში კვარას მთავარი როლი აქვს” - ალემაო

“წლევანდელ წარმატებაში კვარას მთავარი როლი აქვს” - ალემაო
30-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ალემაომ “პარტენოპეის” წლევანდელ ჩემპიონობაზე ისაუბრა. იგი იტალიური კლუბის ღირსებას მაშინ იცავდა, როცა გუნდში დიეგო არმანდო მარადონა იყო. ალემაომ და დიეგომ სწორედ ერთად იზეიმეს იტალიის ჩემპიონობა.

“სამწუხაროა, რომ ახლა დიეგო ცოცხალი აღარ არის. მას ძალიან გაუხარდებოდა, წლევანდელი ნაპოლი რომ ენახა, ბედნიერი იქნებოდა.

ხვიჩას მეც კვარადონას ვეძახი. მისი და დიეგოს შედარებას არ დავიწყებ, კვარას ბევრი სამუშაო აქვს. აუცილებელია, აღინიშნოს - წლევანდელ წარმატებაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ბიჭმა შეიტანა” - განაცხადა “პარტენოპეის” ყოფილმა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.