"ბოდიში, მაგრამ საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ" - ავთანდილ ხურციძე » სპორტის ხაზი

"ბოდიში, მაგრამ საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ" - ავთანდილ ხურციძე

"ბოდიში, მაგრამ საქართველოს სახელით აღარ ვიჩხუბებ" - ავთანდილ ხურციძე
28-04-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ციხიდან სულ ახლახანს გაათავისუფლეს, მან კი ფეისბუქ ლაივში გულშემატკივრებს უთხრა, რომ საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს:

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღელავდა და გარკვეული სამაჯურით გამომიშვეს. ეს პრობლემა არაა, ქამრებიც მალე დამიბრუნდება, თუმცა საქართველოს სახელით რინგზე აღარ გამოვალ."

"სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი და აშშ-ში ლტოლვილად ჩავბარდი. ამიტომ, თუ ამერიკელებს დასჭირდებათ, მე მათი სახელით ვიჩხუბებ. ამის გამო ქართველებს ბოდიშს გიხდით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა."
- თქვა ავთანდილ ხურციძემ

ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე ახლა 43 წლისაა და მან დაპატიმრებამდე უკანასკნელი ბრძოლა ექვსი წლის წინ გამართა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი