“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელის ძიება დაიწყო » სპორტის ხაზი

“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელის ძიება დაიწყო

“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელის ძიება დაიწყო
28-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ “ნაპოლის” შემტევით, ვიქტორ ოსიმენით არაერთი კლუბია დაინტერესებული, რომელთა შორის არიან “მანჩესტერ იუნაიტედი,” "ბაიერნი" და "პსჟ.” დე ლაურენტისმა ნიგერიელის სატრანსფერო ფასად 150 მილიონი ევრო დაასახელა.

არსებობს ალბათობა იმისა, რომ ნეაპოლური კლუბი ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს. შესაბამისად, “პარტენოპეიმ” ახალი ცხრიანის მოძიებაზე ფიქრი უკვე დაიწყო. როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, “ნაპოლი” სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირის შემცვლელად ტამი აბრაჰამს მოიაზრებს. ინგლისელი შემტევი ამჟამად “რომას” ღირსებას იცავს და ჟოზე მოურინიოს გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. უნდა ითქვას ისიც, რომ აბრაჰამის გადაბირების სურვილს ინგლისური “ასტონ ვილაც” გამოხატავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.