ჰალანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა » სპორტის ხაზი

ჰალანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

ჰალანდმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა
27-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” შორის. “ქალაქელებმა” “მეთოფეები” ანგარიშით 4-1 დაამარცხეს.

ერლინგ ჰალანდმა აღნიშნულ შეხვედრაში ერთი ბურთის გატანა მოახერხა. საერთო ჯამში ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრაში ნორვეგიელმა შემტევმა 33-ე ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ერლინგმა პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნა ერთ სეზონში გატანილი გოლების თვალსაზრისით - აქამდე ეს მაჩვენებელი მოჰამედ სალაჰს ეკუთვნოდა, 32 გოლი (2017/18). უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პრემიერ ლიგის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია დარჩენილი (პლუს სიტის 2 გამოტოვებული თამაში აქვს ჩასატარებელი) და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჰალანდმა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა მოახერხოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი