"სპალეტი მუდმივად ამ შეცდომის დაშვების გამო ისჯება" - ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"სპალეტი მუდმივად ამ შეცდომის დაშვების გამო ისჯება" - ენრიკო ფედელე

"სპალეტი მუდმივად ამ შეცდომის დაშვების გამო ისჯება" - ენრიკო ფედელე
27-04-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ფაბიო კანავაროს ყოფილმა სპორტულმა აგენტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში ნაპოლის შესახებ ისაუბრა და ის კონკრეტული მიზეზი გამოარჩია, რის გამოც ლუჩანო სპალეტის გუნდები მუდმივად ისჯებიან:

"ჩემი აზრით, ნაპოლის ტურინში კარგად არ უთამაშია, მათ უბრალოდ გაუმართლათ, რადგან ანხელ დი მარიას გოლი მოულოდნელად გაუქმდა. იცით რა არის სპალეტის პერმანენტული შეცდომა? - მისი გუნდები კონტრშეტევებს ვერ უმკლავდებიან, ძალიან დიდი სივრცეები რჩებათ, რაც მეტოქისთვის ადვილი ასათვისებელია."
- ფედელე

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს, მათი მომდევნო შეხვედრა კი 29 აპრილს სალერნიტანასთან მარადონაზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი