"ნაპოლის თამაშში განსხვავებას ხვიჩა კვარაცხელია ქმნის" - ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"ნაპოლის თამაშში განსხვავებას ხვიჩა კვარაცხელია ქმნის" - ენრიკო ფედელე

"ნაპოლის თამაშში განსხვავებას ხვიჩა კვარაცხელია ქმნის" - ენრიკო ფედელე
25-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა, ენრიკო ფედელემ ნაპოლის სეზონისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ნაპოლის ჩემპიონობის შესახებ რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდი, მაგრამ ხალხმა გიჟად შემრაცხა. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ სერია A-ში ნაპოლის ჰეგემონია იწყება, რადგან დე ლაურენტისი რევოლუციებს ისევ მოაწყობს, რაც როგორ დასრულდება არავინ იცის."

"დღეს ნაპოლიში ვინც განსხვავებას ქმნის, ეს უცილობლად ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ნამდვილი საფეხბურთო ტალანტია."
- თქვა ფედელემ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და უახლოს მდევარ ლაციოს 17 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი