ტრანსფერები: ტომას ტუხელს ბაიერნში ყოფილი ფეხბურთელის მოყვანა სურს » სპორტის ხაზი

ტრანსფერები: ტომას ტუხელს ბაიერნში ყოფილი ფეხბურთელის მოყვანა სურს

ტრანსფერები: ტომას ტუხელს ბაიერნში ყოფილი ფეხბურთელის მოყვანა სურს
24-04-2023, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

ტომას ტუხელს ბაიერნში ყოფილი შეგირდის, მეისონ მაუნტის მოყვანა სურს - ინფორმაციას ამის თაობაზე theathletic ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, გერმანელი სპეციალისტი ჩელსის ფეხბურთელის მიმართ ძლიერ ინტერესს იჩენს, თუმცა მაუნტის დამატებით არსენალი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედიც არის დაინტერესებული.

თავის მხრივ, იწერება, რომ ჩელსი მაუნტის შენარჩუნებას გეგმავს და ხელმძღვანელობამ 24 წლის შემტევს ამის თაობაზე უკვე ამცნო.

ცნობისთვის, გერმანულ Transfermarkt-ს მაუნტი 65 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული, მის კონტრაქტს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში გასდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი