"დაგრეხილი იდგა და სახეში ამიტომაც მოხვდა" - ბარძალი კვარასა და გატის ეპიზოდზე » სპორტის ხაზი

"დაგრეხილი იდგა და სახეში ამიტომაც მოხვდა" - ბარძალი კვარასა და გატის ეპიზოდზე

"დაგრეხილი იდგა და სახეში ამიტომაც მოხვდა" - ბარძალი კვარასა და გატის ეპიზოდზე
25-04-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ სერია A-ში იუვენტუსი 1-0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ამ შეხვედრიდან განხილვის საგნად იქცა ფედერიკო გატისა და ხვიჩა კვარაცხელიას ეპიზოდი, როდესაც ქართველს მეტოქისგან სახეში მუშტი მოხვდა. ზოგმა ეს საქციელი არასპორტულად შეაფასა, ვიღაცებმა კი ჩათვალეს, რომ გატის არანაირი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.

სწორედ ამ მომენტზე ისაუბრა ანდრეა ბარძალიმ, რომელმაც თქვა, რომ კვარას სახეში ხელი თავისივე პოზიციის გამო მოხვდა:

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები თუ როგორ მოხვდა ხელი სახეში ხვიჩას. ალბათ, იმიტომ, რომ ბუნებრივად არ იდგა, დაგრეხილი პოზიცია ჰქონდა და ხელი სახეში ამიტომ მოხვდა, სხვა შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა. ცხადია, გატი არასპორტულად არ მოქცეულა, ეს შემთხვევითობა იყო." - თქვა ბარძალიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 78 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 17 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.