“გატი გასაძევებელი იყო” - რას ამბობს ყოფილი მსაჯი გუშინდელ ეპიზოდზე » სპორტის ხაზი

“გატი გასაძევებელი იყო” - რას ამბობს ყოფილი მსაჯი გუშინდელ ეპიზოდზე

“გატი გასაძევებელი იყო” - რას ამბობს ყოფილი მსაჯი გუშინდელ ეპიზოდზე
24-04-2023, 13:39
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ტურინის “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში “ბიანკონერის” მცველმა, ფედერიკო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიასადმი უხეშად იმოქმედა, სახეში ხელი განზრახ შემოარტყა. მთავარმა მსაჯმა ეს ეპიზოდი ბარათის გარეშე გაატარა.

ყოფილმა მსაჯმა, ლუკა მირელიმ DAZN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვეს” მცველი გასაძევებელი იყო:

“კვარასა და გატის ეპიზოდი ვიხილეთ. არის ისეთი მომენტები, რომლებსაც VAR-მა თავად უნდა გადახედოს. ამის საფუძველი გუშინ ნამდვილად გვქონდა. მსაჯს გატისთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, არ აქვს მნიშვნელობა გააგრძელებდა თუ არა კვარაცხელია თამაშს.”

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ჩემპიონატს 17 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს და ჩემპიონობის გაფორმებასთან ახლოსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.