ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ დაწერა. მათი ძირითადი აქცენტი იმისკენ იყო მიმართული, რომ გუნდს მალე დავიდ დე ხეა დატოვებს და აუცილებელია მისი შემცვლელის მოძიება. გამოცემამ ესპანელის ერთ-ერთ ალტერნატივად “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
“22 წლის მეკარეს დიდი აღმასვლა აქვს. გიორგიმ დაგვანახვა, რომ ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს. საკუთარ საჯარიმოდ კარგად აკონტროლებს, რეაქციებითა და ბურთის მოგერიების უნარით გამოირჩევა.
ფეხით თამაშში მოიკოჭლებს, მაგრამ ამ ასპექტის გამოსწორების პოტენციალი აქვს. შესაძლოა, მანჩესტერში გადასვლა მისთვის დიდი ნახტომი აღმოჩნდეს. ვინაიდან ვალენსია ფინანსურად რთულ სიტუაციაშია, ინგლისურ კლუბს გიორგის ტრანსფერი ძვირი არ დაუჯდებათ” - ვკითხულობთ Goal-ის სტატიაში.