"არ ვარ ვალდებული ყველაფერი მოვითმინო", - გიუნდოგანი კიმიხთან მომხდარ ინციდენტზე » სპორტის ხაზი

"არ ვარ ვალდებული ყველაფერი მოვითმინო", - გიუნდოგანი კიმიხთან მომხდარ ინციდენტზე

"არ ვარ ვალდებული ყველაფერი მოვითმინო", - გიუნდოგანი კიმიხთან მომხდარ ინციდენტზე
21-04-2023, 15:38
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნმა მანჩესტერ სიტი ვერც განმეორებით შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (1:4) ვერ მოგებული შეხვედრების გამო ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, გერმანელ ნახევარმცველებს, ილქაი გიუნდოგანსა და იოზუა კიმიხს შორის სიტუაცია დაიძაბა, რაზეც მატჩის დასრულების შემდეგ გიუნდოგანმა ისაუბრა.

"არ არის საჭირო, რომ ყველაფერი მოვითმინო. ზოგადად მშვიდი ბიჭი ვარ, მაგრამ თუ მეტოქის მხრიდან არასაჭირო ქმედებას ვამჩნევ, მეც შემიძლია პასუხის გაცემა - ამჯერად ეს იოზუასთან მოხდა. ორივენი საკმარისად პროფესიონალები ვართ, რომ კონკრეტული სიტუაცია სწორად შევაფასოთ.

არ იყო აუცილებელი მსაჯის სასტვენის შემდეგ ბურთზე ორჯერ ფეხის მირტყმა. შესაბამისად, ჩემი უკმაყოფილებაც გამოვხატე, მსგავსი რამ მოედანზე ხშირად ხდება
", - აღნიშნა გიუნდოგანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი