გუშინ საბოლოოდ გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალისტების ვინაობა. მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავური დაპირისპირების გარდა ნახევარფინალში დერბი დელა მადონინას ვიხილავთ. “ინტერმა” გუშინ “ბენფიკასთან” 1-1 ითამაშა, მაგრმ ორი მატჩის ჯამში(3-1) პორტუგალიელებზე უკეთესი გამოდგა.
შეხვედრის შემდგომ იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ განაცხადა, რომ მისმა კლუბმა ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა:
“ჩვენ ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ. გუნდის თამაშით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ორი მატჩის ჯამში ვაჯობეთ იმ გუნდს, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.
ახლა ნახევარფინალში ვართ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზნის მისაღწევად ერთიანები უნდა ვიყოთ. ვმუშაობ იმისათვის, რათა ქომაგები გავახარო.”